COVID19
ახალქალაქის სასწრაფო დახმარების 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
დღეს, 19 ოქტომბერს, ახალქალაქის სასწრაფო დახმარების 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან.

როგორც JNEWS-ს ახალქალაქის სასწრაფო დახმარების განყოფილების მენეჯერმა ერემ ეზოიანმა აცნობა, ტესტის პასუხები გუშინ გახდა ცნობილი.

“დაავადებულები ახლა თვითიზოლაციაში არიან. ამჟამად ახალქალაქის სასწრაფო დახმარება არ მუშაობს, არავინ მუშაობს. სავარაუდოდ, გადაუდებელ დახმარებას ნინოწმინდის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები გაგვიწევენ.

მათ დღეში ასობით ადამიანთან აქვთ კონტაქტი, ვერ გეტყვით, ვისგან და როგორ დაავადდნენ”
,- განაცხადა  ერემ ეზოიანმა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს ყველა ინფიცირებულს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომები აქვს, მხოლოდ ერთი ადამიანის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე, ის თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

დანარჩენები თვითიზიოლაციაში არიან, პირადად მე ვაკონტროლებ სიტუაციას, მე ყოველ სამ საათში ვატყობინებ თბილისს, რომ, ღმერთმა არ ქნას, რამე სირთულე თუ აღმოჩნდა, ჩვენ მაშინვე მოვახდინოთ რეაგირება”,- განაცხადა ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა.
| Print |