COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19 857-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 328 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 666-ია.

კარანტინის რეჟიმში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა და დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით საკარანტინე სივრცეებში 6 407 მოქალაქეა გადანაწილებული, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 2 862 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 420-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 158 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |