COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი მოსწავლეებს დაუდასტურდათ
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სკოლის მოსწავლეებსა და მცირეწლოვან ბავშვებს დაუფიქსირდათ.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, ინფიცირების 32 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 23 ახალქალაქისა და ახალციხის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომელია. ასევე, მოსწავლეებისა და მცირეწლოვანი ბავშვების გარდა, ინფიცირებულია ორი აპინძისა და ერთი ხულოს მაცხოვრებლი. 

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა გამოკვლევა ახალციხეში ჩაიტარა, შესაბამისად იგი რეგიონს არ ეთვლება.

გიორგი მიქელაძემ ასევე დაადასტურა ინფორმაცია ახალქალაქში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალის ინფიცირების შესახებ.

აპარატის უფროსის თქმით, კლინიკა “იმედში“ სამედიცინო პერსონალის კოვიდინფიცირების შემთხვევევის გამო, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, თუმცა მისი დროებით დახურვის შესახებ, გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში - 657 ადამიანი, ხოლო კარანტინში 602 პირი მყოფება.

20 ოქტომბრის მდგომარეობით, ორმოცამდე კოვიდინფიცირებული სახლში აგრძელებს მკურნალობას.

ჯაბა ნათენაძის ფოტო.
| Print |