COVID19
რისკი, რომ საწოლფონდი ავადმყოფების რაოდენობას ვერ გაუძლებს, არსებობს – თენგიზ ცერცვაძე
ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში 6 ათას სა­წოლ­ზე მე­ტის მო­ბი­ლი­ზე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რის­კი, რომ დად­გე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც სა­წოლ­ფონ­დი და კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის რე­სურ­სი ახა­ლი ავად­მყო­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ვერ გა­უძ­ლებს, არ­სე­ბობს.

"მთლი­ა­ნად სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რე­ა­ლუ­რი რე­სურ­სი, თუმ­ცა ესეც შე­იძ­ლე­ბა არ იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რი, არის 6 ათას სა­წოლ­ზე მეტი. იმ პო­ტენ­ცი­ა­ლის, რაც ქვე­ყა­ნას აქვს, მხო­ლოდ ნა­წი­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ დღეს მეტი სა­ჭი­რო არ არის.

რის­კე­ბი არის, რომ რა­ღაც მო­მენ­ტში, შე­საძ­ლოა, თუმ­ცა ეს არ გვინ­და და­ვუშ­ვათ, რომ დადგეს მო­მენ­ტი, ანუ გვყავ­დეს რა­ღაც ისე­თი რა­ო­დე­ნო­ბა ახა­ლი ავად­მყო­ფე­ბის, რო­დე­საც ქვეყ­ნის ეს ძა­ლი­ან დიდი სა­წოლ­ფონ­დი და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი რე­სურ­სე­ბის მქო­ნე კლინიკუ­რი სექ­ტო­რი მა­ინც ვე­ღარ აუვა. თე­ო­რი­უ­ლად ასე­თი პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს, ასე­თი პე­რი­ო­დე­ბი იდგა და დგას მთელ ევ­რო­პა­ში. 

შვე­დეთ­ში მთე­ლი ამ პან­დე­მი­ის მან­ძილ­ზე ასე­თი წესი მოქ­მე­დებ­და: 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ასა­კის, მათ შო­რის მძი­მე ავად­მყო­ფე­ბი, არ მი­ეყ­ვა­ნათ კლი­ნი­კებ­ში იმი­ტომ, რომ არ ჰყოფ­ნი­დათ სა­წოლ­ფონ­დი. თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ მსგავ­სი რამ გაჟ­ღერ­დეს და ვინ­მემ თქვას, რომ 65 წელს ზე­ვით ავად­მყო­ფის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლებს იბანს და მას სა­წო­ლე­ბი აღარ აქვს? ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ჯერ­ჯე­რო­ბით ამას­თან ახ­ლოს არ არის“
, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.
| Print |