საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. COVID 19-ით 5 პაციენტი გარდაიცვალა და ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 183 გახდა.
ბოლო დღე ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 350 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 9 751 გახდა.
23 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.