COVID19
კორონავირუსის 11 შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირებული კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევიდან 11 ახალციხეში, 5 ასპინძაში, 2 ნინოწმინდაში, ერთი ადიგენსა და 11 ახალქალაქში გამოვლინდა.

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, ამ დროსითვის, რეგიონში 87 ანალიზის პასუხს ელიან.

23 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 202 გახდა. აქედან ორი პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ერთი ქალაქ ვალეში, ხოლო მეორე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს სოფელ დილიფში.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან 51 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

| Print |