COVID19
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 193-მდე გაიზარდა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. COVID 19-ით 10 პაციენტი გარდაიცვალა და ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 193 გახდა.

ბოლო დღე ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 412 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 10 163 გახდა.

24 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

| Print |