COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევიდან 1034 - თბილისში, 320 - აჭარაში, 258 - იმერეთში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1034 შემთხვევა, აჭარაში - 320, იმერეთში - 258, ქვემო ქართლში - 107, შიდა ქართლში - 68, გურიაში - 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 49, კახეთში - 37, მცხეთა-მთიანეთში - 36, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2"
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

24 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 220 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან ორი გარდაიცვალა.
| Print |