COVID19
"კრისტალის" ახალციხის ფილიალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" ახალციხის ფილიალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა. "მეცხრე არხის" ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულს რამდენიმე დღის წინ სიცხემ აუწია, რის გამოც სამსახურიდან დაეთხოვა და COVID 19-ზე გამოკვლევა ჩაიტარა. ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
თანამშრომლის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია "მეცხრე არხს" "კრისტალში" დაუდასტურეს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებული პირი 17 ოქტომბრიდან, სიმპტომების გამოვლენისთანავე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მოკვლეულია კონტაქტები თანამშომლებს შორის და ისინიც ასევე იზოლაციაში რჩებიან. შესაბამისად, ფილიალის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის საჭიროება არ არსებობს და "კრისტალი" მუშაობას რეკომენდაციების დაცვით აგრძელებს.
"კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი ქეისები თავიდან ავირიდოთ, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაზღვეული, რათქმაუნდა არავინ არ არის. სამწუხაროდ, ახალციხის ფილიალში ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა COVID 19. სიმპტომების გამოვლენისთანავე, ეს იყო 17 ოქტომბერს, აღნიშნული თანამშრომელი გადასული იყო თვითიზოლაციაში. მოხდა კონტაქტების მოკვლევა. ფილიალში ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები და ამ ეტაპზე ფილიალი არის უსაფრთხო გარემოში, ყველა წესის დაცვით აგრძელებს მუშაობს და მომხმარებლების მიღებას" - აცხადებენ "კრისტალში".
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, ბანკის თანამშრომლის COVID 19-ით ინფიცირების ეს პირველი შემთხვევა არ არის. 21 ოქტომბერს კორონავირუსი "კრედოს" ახალციხის სერვისცენრტის თანამშრომელსაც დაუდასტურდა.
გააზიარეთ :