COVID19
რეგიონში დაფიქსირებული COVID 19-ის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ახალციხეში დადასტურდა
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით დაფიქსირებული კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან ახალციხეში - 9 პირია ინფიცირებული, ახალქალაქში - 7, ასპინძაში - 1 და ადიგენში - 1.

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 150-მდე პირი.

გიორგი მიქელაძის ინფორმაიით, სამცხე-ჯავახეთში სულ 729 ადამიანია თვითიზოლაციაში. აქედან, ადიგენის მუნიციპალიტეტში - 84, ასპინძაში - 77, ახალციხის მუნიციპალიტეტში - 488, ახალქალაქში - 126, ბორჯომში - 34, ხოლო ნინოწმინდაში - 63 პირი.

საკარანტინე სივრცეში დღეის მდგომარეობით 415 მოქალაქე იმყოფება, აქედან 3 - ახალციხეშია, ხოლო დანარჩენი 412 - ბაკურიანში.

133 ანალიზის პასუხი მოლოდინის რეჟიმშია.

24 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 220 შემთხვევაა რეგისტრირებული. აქედან ორი გარდაიცვალა და გამოჯანმრთელდა 51 ადამიანი.
| Print |