COVID19
"კრედოს" ახალციხის სერვისცენტრმა მუშაობა განაახლა
"კრედოს" ახალციხის სერვისცენტრმა მუშაობა განაახლა. ბანკის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კლიენტების მომსახურება ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით დაიწყეს.

მეგი გურგენიძის თქმით, ინფიცირებული თანამშრომლის ერთ კონტაქტს ტესტი აუღეს და კვლევის შედეგებს ელოდებიან. მისივე თქმით, ამ დროისათვის იზოლაციაში სერვისცენტრის 25 თანამშრომელი იმყოფება.

"კრედომ" მუშაობა 23 ოქტომბრიდან განაახლა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის სერვისცენტრის ერთ–ერთ თანამშრომელს 21 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ბანკი დროებით დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.
| Print |