COVID19
ადიგენში კორონავირუსის დიაგნოზით ქალი გარდაიცვალა
ადიგენში კორონავირუსის დიაგნოზით 87 წლის ქალი გარდაიცვალა.
კოვიდინფიცირებული თბილისიდან დღეს, 24 ოქტომბერს ჩამოასვენეს და დღესვე ადიგენში დაკრძალეს.
ადგილობრივების თქმით, ქალი დიაბეტითა და სხვა დაავადებებით იყო ავად.
"აქ ცუდად გამხდარა და შვილს თბილისში წაუყვანია სამკურნალოდ. როგორც ვიცით, თბილისსში დაავადდა კორონავირუსით. სამედიცინო პერსონალისგან გადაედო" - ამბობენ ადგილობრივები.
ოჯახის ახლობლებს არ სჯერათ, რომ ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. ისინი ვარაუდობენ, რომ ინფიცირების დიაგნოზი განზრახ ჩაუწერეს.
"ქალი მოხუცი იყო და ისედაც იმდენი დაავადება ჰქონდა. კორონა საიდან შეხვდა? ქალს საბუთში ჩაუწერეს, ეგრე აწყობდათ" - აცხადებენ ქალის ოჯახის ახლობლები.
24 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით დაფიქსირებული კორონავირუსის 220 შემთხვევიდან, ადიგენში გარდაცვლილი ქალის ჩათვლით, სამი ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ერთი ვალეში, მეორე კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფში.
გააზიარეთ :