COVID19
ასპინძაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
87 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადება და COVID-19 ჰქონდა, თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა. სოფელ ზველში ამბობენ, რომ მიცვალებული უკვე დაკრძალეს.
"მოციმციმე არითმია ჰქონდა, გულის პრობლემები. ალბათ ორი კვრა იქნება, რაც კლინიკაში დააწვინეს, მკურნალობდა. იქვე შეხვდა კორონავირუსი და გარდაიცვალა", - გვითხრეს თანასოფლელებმა.
რეგიონში, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პირის გარდაცვალების ეს მეოთხე შემთხვევაა. თავდაპირველად გარდაიცვალა ქალაქ ვალეს მკვიდრი, შემდეგ ნინოწმინდის სოფელ დილიფის მაცხოვრებელი დაიღუპა, მესამე გარდაცვლილი ადიგენის სოფელ უდედან იყო.
გააზიარეთ :