COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევიდან 913 - თბილისში, 296 - აჭარაში, 337 - იმერეთში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი 1872 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 913 შემთხვევა, აჭარაში - 296, იმერეთში - 337, ქვემო ქართლში - 89, შიდა ქართლში - 54, გურიაში - 32, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 90, კახეთში - 13, მცხეთა-მთიანეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 7" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

26 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 258 შემთხვევაა რეგისტრირებული.



| Print |