COVID19
გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“ - ამირან გამყრელიძე
ახლა უკვე გადავაბიჯეთ "წითელ ზონაში" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და განმარტა, რას ნიშნავს „წითელ ზონაში“ გადასვლა.

„შიდა მუშაობისთვის ე.წ. ოთხფერიან შუქნიშანს ვიყენებთ. ვანგარიშობთ ბოლო ორი კვირის საშუალო მაჩვენებელს იმის მიხედვით, თუ 100 000 მოქალაქეზე რამდენი ახალი შემთხვევაა. ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“. ამ ფერების მიხედვით ვუყურებთ რამდენი საწოლი უნდა გვქონდეს, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგები უნდა გვქონდეს და ა.შ. როდესაც „ყვითელ“ და „ნარინჯისფერ ზონაში“ გადავედით, იცით, აჭარაში დავაწესეთ შეზღუდვები, რამდენიმე ქალაქში რესტორნების 22:00 საათიდან მუშაობა შეიზღუდა და ა.შ. მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები, სრული ლოკდაუნი არ იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის მონაცემებით ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 14 კოვიდინფიცირებული.
| Print |