COVID19
ახალქალაქში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს COVID-19 დაუდასტურდათ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს COVID-19 დაუდასტურდათ.

ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქალაქის მერი იურიკ უნანიანი თბილისში, კოვიდკლინიკაშია მოთავსებული. საკრებულოს თავმჯდომარე ნაირ ირიციანი კი სახლში მკურნალობს. დედაქალაქში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გაიოზ ლომსაძეც.

ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 170-მდე კონტაქტია გამოვლენილი. თვითმმართველობაში მათი გამოკვლევის პასუხებს ელიან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 11 შემთხვევაა დადასტურებული.
| Print |