COVID19
ახალციხეში COVID-19 რვა პირს დაუდასტურდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან რვა - ახალციხეში, ორი - ნინოწმინდაში, ერთი კი ბორჯომში დაიფიქსირდა.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 259 გახდა. აქედან ორი პირი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 53-მდე გაიზარდა.

ამ დროის მონაცემებით, სახლში მკურნალობას 30-მდე ინფიცირებული გადის. რეგიონში კორონავირუსის დიაგნოზით ხუთი პირია გარდაცვლილი, მათ შორისაა ახალქალაქის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი.

| Print |