COVID19
ბორჯომის სამედიცინო პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტესტმა, დადებითი პასუხი გეგმიურად ჩატარებული ტესტირების შედეგად აჩვენა. ორივე ინფიცირებული და მათთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"ხუთშაბათს აღებული სინჯების შესაბამისად დაუდასდურდა ორ თანამშრომელს. ერთი ექიმია, მეორე მედდა. სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.

ჩვენ კვირაში ერთხელ თანამშრომლების ტესტირებას ვახდენთ. ამ ტესტირების საშუალებით გამოვლინდა კოვიდ-ინფექცია. სავარაუდოდ, ეს შიდაგადაცემა არ არის. დაინფიცირდნენ გარედან. იზოლაციაში არის ეს ორი თანამშრომელი და კიდევ ორი სხვა თანამშრომელი, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტი მათთან"
- აცხადებს "ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი – ირაკლი დიასამიძე. 

26 ოქტომბრის მონაცემებით სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

წყარო: borjomi.tv
| Print |