COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევიდან 712 - თბილისში, 545 - აჭარაში, 305 - იმერეთში გამოვლინდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც სიჭინავამ განაცხადა, ბოლო 24 საათში ქვემო ქართლში გამოვლენილია 48 ახალი შემთხვევა, შიდა ქართლში - 56, გურიაში - 24, სამეგრელოსა და ზემო-სვანეთში - 63, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში -22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

27 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 281 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 53, ხოლო გარდაცვლილია - 5.
| Print |