COVID19
ასპინძის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ასპინძის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერიაში განმარტავენ, რომ ინფიცირებული პირი 23 ოქტომბრის შემდეგ სამსახურში არ ყოფილა. ორშაბათს დილით მას სიცხემ აუწია და გამოკვლევა ჩაუტარდა. პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ინფიცირებულ პირს სახლში მხოლოდ მეუღლე ჰყავს და ისიც იზოლაციაში იმყოფება.

მერიაში განმარტავენ, რომ თანამშრომლის სამუშაო ოთახს დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ორი ასპინძის მუნიციპალიტეტში.
| Print |