COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1678 პირი სამედიცინო პერსონალია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 90 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა და მათი ჯამური რაოდენობა 1 678-ს შეადგენს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირების მაჩვენებელი სამედიცინო პერსონალში მზარდია, თუმცა ეს საქართველოს გარდა მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნისთვისაც დამახასიათებელია.

„სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსიურად ინფიცირდება ჩვენი კოლეგა სამედიცინო პერსონალი, ასეთი დღეის დილისთვის გვყავდა 90. ჩვენ სამედიცინო პერსონალი ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ მოსახლეობის და ამიტომ, ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია სამედიცინო პერსონალში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი და ყველგან ასეა. როდესაც გაზაფხულზე შემთხვევათა რაოდენობა შედარებით ცოტა იყო, გვყავდა 140-მდე სამედიცნო პერსონალი ინფიცირებული, რომელიც საერთო ინფიცრებულთა 12-13%-ს შორის მერყეობდა, დღეისთვის ჩვენ გვყავს 1678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული რაც შეადგენს საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ს.

აბსოლუტურ რიცხვში გაზრდილია ექიმების ინფიცირების რიცხვი, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი შემცირებულია. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო პირობებში, არამედ ოჯახურ პირობებშიც, როდესაც გვაქვს ინტენსიური შიდა გავრცელება ქვეყანაში ინფექციის’’
, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
| Print |