COVID19
სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 320 გახდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევიდან 636 - თბილისში, 333 - აჭარაში, 320 - იმერეთში გამოვლინდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც სიჭინავამ განაცხადა, ბოლო 24 საათში ქვემო ქართლში გამოვლენილია 121 ახალი შემთხვევა, შიდა ქართლში - 76, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო-სვანეთში - 119, კახეთში - 45, მცხეთა-მთიანეთში -3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 15.

28 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 320 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 55, ხოლო გარდაცვლილია - 5.
| Print |