COVID19
COVID19 - მითები და პრევენციის გზები
ახალი კორონავირუსის პანდემიამ საზოგადოებაში მითების გავრცელებასაც შეუწყო ხელი. მითებიდან ამჯერად სამზე შევჩერდებით.

პირველი: ფილტვების ქრონიკული დაავადების მქონე ყველა პაციენტი მძიმდება და კვდება

პაციენტები ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს COVID-19-ით ინფიცირების თვალსაზრისით. SARS COV-2-ით ინფიცირებულთა შორის ქოშინი და სუნთქვის უკმარისობა, რაც ზემოაღნიშნული დაავადებების სიმპტომია, უფრო ხშირადაა გამოხატული ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტებში, მით უმეტეს, მასთან, ვისაც დაავადება არაა აქვს სათანადოდ გაკონტროლებული. შესაბამისად, ფქოდ-თ დაავადებულებში ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით უფრო მაღალია COVID-19-ის მძიმე ფორმების პნევმონიის, სუნთქვის უკმარისობის და მძიმე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის განვითარების ალბათობა.
საპასუხოდ, 2020 წლის23 მარტს, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გლობალურმა ინიციატივამ (GOLD-2020) გამოაქვეყნა მნიშვნელოვანი რჩევა პაციენტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:

1) ფქოდ-ით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა განაგრძონ თავიანთი რეგულარული თერაპიის გამოყენება COVID-19 ეპიდემიის დროს.

2) GOLD -ს არ აქვს რაიმე სამეცნიერო მტკიცებულება რომელიც ადასტურებს რომ COVID-19 ეპიდემიის დროს საინჰალაციო (ან ორალური) კორტიკოსტეროიდების გამოყენება უნდა შეიზღუდოს ფქოდის მქონე პაციენტებში

3) ფქოდი-ს მქონე პაციენტებმა უნდა განაგრძონ რეგულარული თერაპია

4) ოქსიგენოთერაპია უნდა ჩატარდეს საჭიროების შემთხვევაში სტანდარტული რეკომენდაციების შესაბამისად

მეორე: კიდევ ერთი მითი, ახალი კორონავირუსით მხოლოდ მოხუცების დაინფიცირებას ირწმუნება, რასაც კატეგორიულად გამორიცხავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია



მესამე: მწეველობა იცავს ადამიანს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისაგან

კვლევას, რომლის მიხედვით თითქოს მწეველები ნაკლებად ინფიცირდებიან კორონავირუსით, სარწმუნოების არასაკმარისი ხარისხი აქვს, თანაც აქ ცალსახად ნიკოტინის ეფექტზეა ლაპარაკი და არა თამბაქოს სხვა მავნე ფაქტორებზე, მაგალითად კუპრზე, რაც ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას იწვევს. შესაბამისად ამ კვლევის შდეგები სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება. მწეველებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შემდეგია:

1) მწეველებს მოწევის გამო ხშირად არღვევენ პირბადის ტარების და სახეზე ხელის ნაკლებად მოკიდების რეკომენდაციებს, შესაბამისად მათ ინფექციის გავრცელების და აგრეთვე დაინფიცირების მეტი რისკი აქვთ.

2) გარდა ამისა, იწვევენ სასუნთქი გზების და ალვეოლების ამომფენი ქსოვილის დაზიანებას ქრონიკული ანთებით და ფიბროზით, რაც აზიანებს ბუნებრივ დამცავ ბარიერებს და ქვედა სასუნთქ გზებში ინფექციის შეღწევადობას ზრდით, შესაბამისად, იზრდება COVID-19-ის მძიმე ფორმის - პნევმონიის განვითარების რისკი. ამიტომ თამბაქოს წევის შეწყვეტის რეკომენდაციაც საკმაოდ მკაცრია"- წერია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ახალი კორონავირუსისგან, ამის შესახებ გიზიარებთ იმ ოთხ აუცილებელ რჩევას, რომელსაც სპეციალისტები გვთავაზობენ.


ვირუსი COVID-19 ახალი ვირუსია და ის უკავშირდება ვირუსების იმავე ჯგუფს, რომელსაც განეკუთვნება „მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი“ (SARS) და გაციების ზოგიერთი ფორმა. ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან (რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს) უშუალო კონტაქტის გზით და ვირუსით დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით. ვირუსი COVID-19 ზედაპირზე რამდენიმე საათს ძლებს, მაგრამ კვდება მარტივი დეზინფიცირებისას.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |