COVID19
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 1 პაციენტი გარდაიცვალა
საცხე–ჯავახეთში კორონავირუსის დიაგგნოზით გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 78 წლის მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. იგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატში გარდაცვლილის თანმხლებ დაავადებებზე ინფორმაცია არ აქვთ.

რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვალების ეს მეექვსე შემთხვევაა. გარდაცვლილია, ვალის, ნინოწმინდის სოფელ დილიფისადიგენის, ასპინძის მაცხოვრებლები და ახალქალაქის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ექიმი.

გარდაცვლილთა ახლობლების ნაწილს მედიკოსების მიერ დადგენილი დიაგნოზის არ სჯერათ და ამბობენ რომ კორონავირუსის დიაგნოზი შესაბამის დოკუმენტაციაში განზრახ ჩაწერეს.
| Print |