COVID19
ახალციხესა და ახალქალაქში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევები გამოვლინდა
ბოლო 24 საათში სამცხე-ჯავახეთში ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 38 რეგიონის მაცხოვრებელია. ახალი ინფიცირებულებიდან 15 – ახალციხის, 4 – ნინოწმინდის, 3 – ასპინძის, 15 – ახალქალაქის და ერთი – ადიგენის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოვლენილია მათთან კონტაქტში მყოფი 75 პირი. ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთში 150-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან.

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თქმით, ამ თვითიზოლაციაში რჩება 1042 პირი, აქედან ადიგენის მუნიციპალიტეტში 72 პირია, ასპინძის მუნიციპალიტეტში – 100, ახალციხის მუნიციპალიტეტში – 514, ახალქალაქში – 175, ბორჯომში – 98, ნინოწმინდაში 83.

გიორგი მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის რეგიონის 8 საკარანტინე სივრცეში გადანაწილებულია 229 პირი, აქედან 11– ახალციხის მუნიციპალიტეტში, ხოლო დანარჩენი 218 ბაკურიანში არსებულ საკარანტინე სივრცეებში.

ბოლო დღე–ღამეში გამოჯანმრთელებულია 2 პირი ასპინძის მუნიციპალიტეტიდან. შესაბამისაც რეგიონში ამ დროისათვის კორონავირუსისგან 57 პაციენტი განიკურნა.

28 ოქტომბრის მონაცემებით რეგიონში კორონავირუსით 319 პირი დაინფიცირდა, მათგან 57 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 – გარდაიცვალა.

| Print |