„ნამცხვრის სახლის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხის კვების ობიექტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა. „ნამცხვრისა და პიცის სახლი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. მენეჯერის თქმით, დაწესებულება ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.
ლალი სამსონიძის ინფორმაციით, თანამშრომელი, რომელიც კოვიდდადებითია, სამსახურში ბოლოს 18 ოქტომბერს იმყოფებოდა. ტესტის პასუხი კი 24-ში მიიღო. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადასული.
„სამსახურიდან წასვლიდან სამი დღის შემდეგ გაიკეთა ტესტი, მანამდე სამსახურში არ ყოფილა, დასვენების დღეები დაემთხვა. ინფიცირება სამსახურს არ უკავშირდება. ჩვენ დღეში ორჯერ სიცხეს ვიკონტროლებთ, თავს ჯანმრთელად ვგრძნობთ, დიდ პასუხისმგებლობას ვითავისებთ“, - განუცხადა "მეცხრე არხს" ლალი სამსონიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 319 შემთხვევაა დაფიქსირებული.