COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები 44-ით გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან 445 - თბილისში, 437 - აჭარაში, 388 - იმერეთში გამოვლინდა.

„დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12 და სამცხე-ჯავახეთში - 44" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

29 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 363 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 57, ხოლო გარდაცვლილია - 6.
| Print |