COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 37 263-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19 810-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3070 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4200 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2324-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 285-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |