COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313. 

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ქვემო ქართლში 117 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, შიდა ქართლში - 59, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11.

30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 397 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 57, ხოლო გარდაცვლილია - 8.
| Print |