COVID19
ახალციხში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, რეგიონის მაცხოვრებელი 33 პირია, შესაბამისად, ერთი მათგანი სამცხე-ჯავახეთს არ ეთვლება. გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, ახალციხეში COVID 19-ით 23 პირია ინფიცირებული, ახალქალაქში - 6, ნინოწმინდასა და ადიგენში 2 - 2.

ამ დროისათვის სამცხე-ჯავახეთში სულ 950 პირია თვითიზოლაციაში. აქედან, ახალციხის მუნიციპალიტეტში - 486, ადიგენში - 57, ასპინძაში - 75, ბორჯომში - 61, ახალქალქში - 175, ხოლო ნინოწმინდაში - 96 პირი.

30 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 396 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 57, ხოლო გარდაცვლილია - 8.

საკარანტინე სივრცეში დღეის მდგომარეობით 243 პირი იმყოფება, აქედან 22 - ახალციხეშია, ხოლო დანარჩენი 221 - ბაკურიანში.

| Print |