COVID19
სოფელ კლდის სკოლის პედაგოგს COVID 19 დაუდასტურდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთი კვირით დისტანციური სწავლების რეჟიმზე იმ კლასების მოსწავლეები გადავიდნენ, რომელთაც ინფიცირებულმა პედაგოგმა გაკვეთილი ჩაუტარა. სკოლის დირექტორის ნესტან ბლუაშვილის განმარტებით, ონლაინ რჟიმში სწავლას მხოლოდ ოთხი კლასი გააგრძელებს. მისივე თქმით, სკოლაში მასწავლებლები ყველა რეკომენდაციას იცავენ, მთელი დღის განმავლობაში იყენებენ პირბადეს, ამიტომ სხვა პედაგოგების დაინფიცირების საშიშროება დიქრექტორის აზრით, არ არსებობს.

"გადავდივართ დისტანციურ რეჟიმზე იმ კლასებში, სადაც მასწავლებელს მოუწია შესვლა. მხოლოდ ოთხი კლასია ასეთი. ერთი კვირის შემდეგ ჯანდაცვის მიერ მითითებული სტანდარტების შესაბამისად, შევასრულებთ რეკომენდაციებს და ეს ოთხი კლასიც დაბრუნდება სკოლაში. მასწავლებელს ბოლო პერეიოდში არ უვლია სკოლაში, არც კონტაქტი ჰქონია, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით მაინც ასე ჩავთვალეთ საჭიროდ. მანამდეც გაკვეთილებს ატარებდა პირბადით და იცავდა ორმეტრიან დისტანციას" – განუცხადა "მეცხრე არხს" სკოლის დირექტორმა.

კლდის საჯარო სკოლაში ამ დროისთვის 136 მოსწავლე და 19 მასწავლებელია რეგისტრირებული.
| Print |