COVID19
რეგიონში ყველაზე მეტი დღიური ინფიცირებული კვლავ ახალციხეში ფიქსირდება
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, აქედან რეგიონის მაცხოვრებელი 32–ია, ხოლო ერთი მათგანი სამცხე-ჯავახეთს არ ეთვლება.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, ახალციხეში COVID 19-ით 20 პირია ინფიცირებული, ახალქალაქში, ადიგენსა და ასპინძაში 2–2, ბორჯომში –5 და ნინოწმინდაში – 1.

ბოლო დღე–ღამის განმავლობაში რეგიონს დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან და საერთო რაოდენობა 9–მდე გაიზარდა.

31 ოქტომბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 429 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია – 57 პირი.
| Print |