COVID19
სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევიდან 532 - თბილისში, 369 - აჭარაში, 392 - იმერეთში გამოვლინდა.

დღეს გამოვლენილი 1 791 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარაში - 369, იმერეთში - 392, ქვემო ქართლში - 86, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 29, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 187, კახეთში - 57, მცხეთა-მთიანეთში - 0, სამცხე-ჯავახეთში - 56, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 21 - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

1 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 485 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 57, ხოლო გარდაცვლილია - 9.
| Print |