COVID19
საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 42 579-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1 696 პაციენტი და საერთო რაოდენობა 26 800-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2977 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4293 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2236-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 342-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
| Print |