COVID19
კორონავირუსით ინფიცირებული 230 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კლინიკაში 4 293 ადამიანი მკურნალობს, კოვიდ-სასტუმროში 2 236 პირია, ხოლო 8 882 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 230 ადამიანი იმყოფება.

„4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 - აჭარაში, ხოლო 837 - თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 609, აჭარაში-1 419" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს, 2 ნოემბერს კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |