COVID19
ახალციხეში კორონავირუსი 18 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, აქედან ახალციხეში COVID 19-ით 18 პირია ინფიცირებული, ადიგენში – 4, ბორჯომსა და ახალქალაქში - 2-2, ასპინძაში - 1.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 116-მდე პირი. ამ დროისათვის გამოსაკვლევია 12 ნიმუში.

თვითიზოლაციაში რეგიონის მასშტაბით 910 ადამიანი იმყოფება. აქედან ახალციხის მუნიციპალიტეტში 407 პირია, ახალქალაქში - 164; ნინოწმინდაში - 107; ბორჯომში - 69, ასპინძაში - 63; ხოლო ადიგენში - 100 პირი.

კარანტინში 210 მოქალაქე იმყოფება, მათგან ახალციხის საკარანტინე სივრცეში 33 პირია, ხოლო ბაკურიანში – 177;

აპარატის უფროსის ინფორმაციით, დისტანციურ სწავლებაზე 4 ნოემბრიდან 7 სკოლა და 3 საბავშვო ბაღი დარჩება. ესენია: ახალციხის პირველი, მეხუთე და სოფელ კლდის საჯარო სკოლები, ადიგენის მუნიციპალიტეტში 2 სკოლა - სოფ. უდისა და ლელოვნის და ახალქალაქის პირველი და მეოთხე საჯარო სკოლები.

რაც შეეხება ბაღებს, ფუნქციონირება დროებით შეწყვიტეს ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის ბაღებში.

2 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 512 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია – 57 პირი, ხოლო გარდაცვლილი – 9.
| Print |