COVID19
რეგიონში დადასტურებული COVID 19-ის ყველა შემთხვევა ახალციხეშია გამოვლენილი
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით 4-ვე კოვიდინფიცირებული ახალციხეშია გამოვლენილი. გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 55-მდე პირი. ამ დროისათვის გამოსაკვლევია 296 ნიმუში.

გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და მათი რიცხვი სულ 68-ს შეადგენს.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 936 პირი იმყოფება. აქედან ახალციხეში - 422, ახალქალაქში - 150, ადიგენში - 130, ნინოწმინდაში - 96, ბორჯომში - 83, ასპინძაში - 55.

კარანტინში იმყოფება 337 ადამიანი. აქედან, ახალციხეში - 28, ხოლო ბაკურიანში - 309.

3 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 516 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, მათგან 9 პირი გარდაიცვალა.
| Print |