COVID19
კორონავირუსის ახალი რეკორდული დღიური მაჩვენებელი საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 46 817 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დრე-ღამეში 2 537 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 31 170 გახდა.

გარდაიცვალა 19 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 381 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4355 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |