COVID19
სამცხე-ჯავახეთში 29 ახალი კოვიდინფიცირებულია
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, COVID 19-ის 2 295 ახალი შემთხვევიდან 989 - თბილისში, 387 - აჭარაში, 387 - იმერეთში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში - 387, იმერეთში - 387, ქვემო ქართლში - 166, შიდა ქართლში - 133, გურიაში - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 97, კახეთში - 47, მცხეთა-მთიანეთში - 33, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - არ დაფიქსირებულა შემთხვევები" - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

4 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 545 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 68, ხოლო გარდაცვლილია - 9.

| Print |