COVID19
სამცხე-ჯავახეთში, სახლის პირობებში, 200-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 29 შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, აქედან 16 კოვიდინფიცირებული ახალციხის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი, 7 - ბორჯომში, 3 -  ასპინძაში, 2 - ნინოწმინდასა და 1 - ადიგენში.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 21 პირი.

ამ დროისათვის გამოსაკვლევია 300-მდე ნიმუში. გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა არ გაზრდილა და მათი რიცხვი 68-ს შეადგენს.

ბინაზე 200-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

4 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 545 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, მათგან 9 პირი გარდაიცვალა.
| Print |