COVID19
ახალციხის №1 და №5 სკოლები დისტანციურ რეჟიმზე რჩებიან
COVID19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ახალციხის №1 და №5 საჯარო სკოლები დისტანციურ სწავლებას აგრძელებენ.

№1 საჯარო სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის თქმით,
სკოლა ონლაინ რეჟიმზე 26 ნოემბრამდე იქნება. მისივე განმარტებით, ამ დროისათვის სასწავლო დაწესებულებაში 18 თანამშრომელია ინფიცირებული, მათგან 4 სახლში მკურნალობს, ნაწილი კი კოვიდმიმღებ საავადმყოფოებშია გადანაწილებული. ჟუჟუნა გოგოლაურის ინფორმაციით, სკოლის ერთი თანამშრომლის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ორი მასწავლებლის მდგომარეობა კი შედარებით ნაკლებად მძიმეა.

რაც შეეხევა №5 საჯარო სკოლას, აქ COVID 19-ით ორი მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლეა ინფიცირებული. სკოლის დირექტორის განმარტებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სწავლებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ონლაინ-გაკვეთილები სულ რეგიონის 7 სკოლაში ტარდება. ესენია: ახალციხის პირველი, მეხუთე და სოფელ კლდის საჯარო სკოლები, ადიგენის მუნიციპალიტეტში 2 სკოლა - სოფ. უდისა და ლელოვნის და ახალქალაქის პირველი და მეოთხე საჯარო სკოლები.


| Print |