COVID19
"ფინკა ბანკის" ახალციხის ფილიალში COVID 19 დაფიქსირდა
"ფინკა ბანკის" ახალციხის ფილიალის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ბანკის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში განმარტებულია, რომ COVID 19 ფილიალში 2 პირს გამოუვლინდა. მათივე ინფორმაციით, ორივე ინფიცირებული და მასთან კონტაქტში მყოფი პირები, სახელმწიფო რეგულაციების მიხედვით, იზოლაციაში არიან გადასულები.

"ბანკის ფილიალში დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმები, ჩატარდა ფილიალის სრულყოფილი დეზინფექცია. ფილიალმა უკვე განაახლა ფუნქციონირება და სრულ მომსახურებას ვუწევთ მომხმარებლებს ყველა დადგენილი წესებისა და რეგულაციების დაცვით" - ნათქვამია "ფინკა ბანკის" მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

ბანკის თანამშრომლებს კორონავირუსი 5 ნოემბერს დაუდასტურდათ.
| Print |