COVID19
27 განკურნებული და 25 ინფიცირებული - კორონავირუსის დღიური სტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, აქედან 9 კოვიდინფიცირებული ახალციხის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი, 8 - ახალქალაქში, 6 - ადიგენში და 2 - ბორჯომში.

გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 165-მდე პირი.

ამ დროისათვის გამოსაკვლევია 304 ნიმუში.

გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 27-ით გაიზარდა და მათი რიცხვი 95-ს შეადგენს.

6 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 625 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, მათგან 9 პირი გარდაიცვალა.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1022 პირი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 434, ადიგენში - 152, ახალქალაქში - 140, ბორჯომში - 126, ასპინძაში - 108 და ნინოწმინდაში 62.

კარანტინში 403 პირია. აქედან ახალციხეში - 48, ხოლო ბაკურიანში - 355.
| Print |