COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 859 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 54 852 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 2 754 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 39 773 გახდა.

გარდაიცვალა 18 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 441 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 015 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 670 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 599-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |