COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები 72-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, COVID 19-ის 2 775 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 197 - თბილისში, 620 - აჭარაში, ხოლო 438 - იმერეთში გამოვლინდა.

“დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში - 620, იმერეთში - 438, ქვემო ქართლში - 109, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 138, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 38, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28”,- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

7 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 697 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 95, ხოლო გარდაცვლილია - 9.
| Print |