COVID19
გამყრელიძემ რამდენიმე შეზღუდვა დაასახელა, რასაც უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ
ჩვენ ვერ შევაჩერებთ პანდემიის ზრდას თუ გარკვეული შეზღუდვები არ გაძლიერდა ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მან დაასახელა რამდენიმე სავარაუდო შეზღუდვა, რასაც უახლოეს მომავალში შეიძლება ველოდოთ.

ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი შეზღუდვების გახლავთ მობილობის დაცემა, რომელზეც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომაა და ამაზე მიმდინარეობს მსჯელობები – ეს გახლავთ შაბათ-კვირის შეზღუდვები, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა და კიდევ ბევრი სხვა. ესენი იხილება, არ გავუსწრებ მოვლენებს, ჩამოყალიბდება ის რაც დღევანდელ რეალობასთან და რაც მთავარია აღსრულებასთან იქნება შესაბამისობაში და მიიღებს საკოორდინაციო საბჭო ამ გადაწყვეტილებებს. იმიტომ რომ ჩვენ ვერ შევაჩერებთ პანდემიის ზრდას თუ გარკვეული შეზღუდვები არ გაძლიერდა ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამაზე განხილვა მიმდინარეობს, თუმცა, რომელი შეზღუდვა იქნება მიღებული, ეს გამჟღავნდება უახლოეს პერიოდში.

| Print |