COVID19
ადიგენში კლინიკის შვიდ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა
"ევექსი კლინიკების" ადიგენის რაიონულ ჰოსპიტალში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა. სამედიცინო დაწესებულებაში COVID-19 შვიდ თანამშრომელს დქაუდასტურდა. პრესსამსახურში ამბობენ, რომ ინფიცირებულბს შორის სხვადასხვა პროფილის ექიმების გარდა, ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლებიც არიან.

„ინფიცირებულებიდან ყველა ექიმი არ არის. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ყველა მიმართულებით ვიღებთ პაციენტებს, ვმუშაობთ, რომ კრიზისი არ შეიქმნას“, - გვითხრეს "ევექსის“ პრესსამსახურში. მათივე თქმით, თანამშრომლების ინფიცირების წყარო უცნობია.

| Print |