COVID19
საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 63 650 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 2 348 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 47 390 გახდა.

გარდაიცვალა 22 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 521 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 765 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 709 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 3 066-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |