COVID19
2 911 ახალი შემთხვევა და 45 გარდაცვლილი - კორონავირუსის დღიური სტატისტიკა საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 66 561 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 2 421 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 49 811 გახდა.

გარდაიცვალა 45 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 566 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2656 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4878 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 3181-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |