COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები 92-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, COVID 19-ის 2 911 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 056 - თბილისში, 476 - აჭარაში, ხოლო 469 - იმერეთში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი 2 911 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 201, შიდა ქართლში - 134, გურიაში - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 373, აჭარაში - 787. მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის, თბილისში - 306, აჭარაში - 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი - მათ შორის, თბილისში - 146, აჭარაში - 105. 3 181 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 569 - აჭარაში, ხოლო 1 088 - თბილისში. 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე"
- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

11 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 941 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 97, ხოლო გარდაცვლილია - 9.
| Print |